მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ქვეყანაში 132 კოვიდპაციენტია ჰოსპიტალიზებული – შემთხვევების ნახევარი ახალ შტამზე მოდის

ქვეყანაში 132 კოვიდპაციენტია ჰოსპიტალიზებული – შემთხვევების ნახევარი ახალ შტამზე მოდის

ამ ეპატზე ქვეყნის მასშტაბით სტაციონარში 132 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში კოვიდსტატისტიკა ყოველკვირეულად ქვეყნდება და დეტალური მონაცემები ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობისა და მათი მდგომარეობის შესახებ აღარ ვრცელდება.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, შემთხვევათა ნახევარი უკვე ომირკონის BA.5 შტამზე მოდის, დანარჩენი ნახევარი კი BA.2-თაა გამოწვეული. მსოფლიო მედიის ინფორმაციით, მართალია, BA.5 შტამი გავრცელების მაღალი უნარით გამოირჩევა და ვაქცინებით ან კოვიდის გადატანით მიღებული იმუნიტეტიც მისგან არ გვიცავს, თუმცა დაავადების კლინიკური მიმდინარეობა მსუბუქია. ამის მიუხედავად, ევროპის მაგალითი აჩვენებს, რომ შემთხვევების ზრდა ჰოსპიტალიზაციის ზრდას იწვევს.

რაც შეეხება აცრებს, ბოლო კვირაში საქართველოში დღეში საშუალოდ 235 ადამიანი იცრებოდა, რაც, სპეციალისტების თქმით, დაბალი მაჩვენებელია.

 

jandacva.ge

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …