დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ერთკვირიანი კოვიდ-სტატისტიკა გამოაქვეყნა. სტატისტიკის თანახმად, 06.06.2022-12.06.2022 პერიოდში დადასტურდა 515 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 3 პაციენტი.
სულ ჩატარდა100 232 ტესტი, საიდანაც ვირუსი 0.51%-ს დაუდასტურდა.
უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი
რაც შეეხება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სტატისტიკას, დასახელებულ პერიოდში ჩატარდა 2 128 აცრა, ანუ დღეში საშუალოდ 300 აცრა ტარდება.
სრულად ვაქცინიარებულია 18 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის 44.2%.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ძალაში შევიდა ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება, რომელიც 50 წელს გადაცილებულ ნებისმიერ პირს და ქრონიკული დაავადებების მქონე უფრო დაბალი ასაკის მოქალაქეებს მეორე ბუსტერ-დოზის, ანუ მეოთხე აცრის გაკეთების შესაძლებლობას აძლევს.