გამოქვეყნდა COVID-19-ის კვირის სტატისტიკა, რომლის თანახმად, გარდაცვალების მაჩვენებელი გაზრდილია: თუ წინა კვირას, 7 დღის განმავლობაში ერთი პაციენტის სიკვდილი აღირიცხა, 30.05.2022-05.06.2022 პერიოდში 7 კოვიდინფიცირებულია გარდაცვლილი.
რაც შეეხება ინფიცირების სტატისტიკას, აღნიშნულ პერიოდში დადასტურდა 511 ახალი შემთხვევა, სულ ჩატარდა 103 529 ტესტი (93 577 ანტიგენ ტესტი,9 952 პჯრ ტესტი )
უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი. 7 დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 0.49%.