მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » დიაბეტის მქონე ბავშვები სახელმწიფო პროგრამით სარგებლობას ბათუმშიც შეძლებენ

დიაბეტის მქონე ბავშვები სახელმწიფო პროგრამით სარგებლობას ბათუმშიც შეძლებენ

დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა იზრდება – დიაბეტის მქონე ბავშვები პროგრამით სარგებლობას უკვე ქ. ბათუმშიც შეძლებენ. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დიაბეტის პროგრამის ვაუჩერული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებში:
თბილისი:
“ენმედიცი”-თბილისი წინანდლის ქ.N9
შპს. “დიაბეტიან ბავშვთა ცენტრი”-თბილისი. პ.ქავთარაძის I შესახვევი N2
შპს. “დიაკორი”-თბილისი, ლუბლიანას ქ.N5
ქუთაისი:
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი – ჯავახიშვილის N 83ა
ქუთაისის #1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი – ტ.ტაბიძის 23
ბათუმი:
ბათუმის მ.იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი (აეროპორტის გზატკეცილი 64)
ვაუჩერის კომპონენტი ითვალისწინებს შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ბავშვებისთვის შემდეგი მომსახურების მიწოდებას:
• საანალიზო-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა:
• გლუკომეტრი;
• სისხლში გლუკოზის საანალიზო ტესტ-ჩხირები და სისხლის ასაღები ლანცეტის ნემსები;
• შარდში კეტოსხეულების განმსაზღვრელი ტესტ-ჩხირები;
• ენდოკრინოლოგის კონსულტაცია/მეთვალყურეობა;
• გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრა კაპილარული სისხლით;
• დიაბეტით გამოწვეული თვალის დაავადებების მონიტორინგი;
• პროგრამის მოსარგებლეების და მათი მშობლების სამედიცინო განათლება;
• ფიზიკური რეაბილიტაციის უზრუნველყოფა, პაციენტის სურვილის შემთხვევაში;
• სამედიცინო ცნობის და რეცეპტის გაცემა.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …