დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრმა ერთი კვირის კოვიდსტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, 16.05-22.05 პერიოდში დადასტურდა 586 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 605 ადამიანი, აღირიცხა სიკვდილის 5 შემთხვევა. შეგახსენებთ, რომ წინა კვირაში ერთი კოვიდპაციენტი გარდაიცვალა.
დასახელებულ პერიოდში ჩატარდა 113 058 ტესტი და 7 დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელმა 0.52% შეადგინა.
ცენტრის ცნობით, უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი.