მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » კლინიკებს არატიპურ ჰეპატიტთან დაკავშირებით რეკომენდაციები დაეგზავნათ

კლინიკებს არატიპურ ჰეპატიტთან დაკავშირებით რეკომენდაციები დაეგზავნათ

ბავშვებში საქმე გვაქვს არატიპურ ჰეპატიტთან – საყურადღებოა, მაგრამ ჯერ პანიკას ნუ ავტეხთ, ხალხს ნუ შევაშინებთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ჰეპატიტთან დაკავშირებით საინფორმაციო და სარეკომენდაციო წერილი გაიგზავნა კლინიკებში და ზედამხედველობის ქვეშ არის.

„თვალყურს ვადევნებთ და შესაბამისი საინფორმაციო და სარეკომენდაციო წერილი გაიგზავნა კლინიკებში. მასალას დიაგნოსტიკისთვის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამოგზავნიან. საყურადღებოა, მაგრამ ჯერ პანიკას ნუ ავტეხთ, ხალხს ნუ შევაშინებთ. საყურადღებოა, რადგან ბავშვებში საქმე გვაქვს არატიპიურ ჰეპატიტთან. როგორც ამბობენ, მას იწვევს ადენოვირუსი. ეს არ არის არც “ა” და არც B ჰეპატიტი, “დელტა” და სხვა. სხვა გენეზის არის, ასევე არის შემთხვევა, როდესაც რთულად განვითარდა. ზედამხედველობას ვამყარებთ ამ ტიპის ჰეპატიტებზე“,- განაცხადა გამყრელიძემ.

ბავშვებში ახალი, დაუდგენელი ტიპის ჰეპატიტი მსოფლიოს 25 ქვეყანაში დაფიქსირდა.  დღემდე აღნიშნული ტიპის ჰეპატიტის ზუსტი მიზეზი უცნობია. მკვლევარების თქმით, ჯერჯერობით ინფიცირების რაოდენობა არ არის საგანგაშო, მაგრამ საყურადღებოა. დაავადებულთა ნაწილის მდგომარეობა მძიმდება და პაციენტებს შესაძლოა ღვიძლის ტრანსპლანტაციაც დასჭირდეთ.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …