მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » მეტროში პირბადის ტარების ვალდებულების შესრულება არ კონტროლდება

მეტროში პირბადის ტარების ვალდებულების შესრულება არ კონტროლდება

2 მაისიდან ქვეყანაში პირბადის ტარებასთან დაკავშირებული რეგულაციების დიდი ნაწილი მოიხსნა – პირბადის ტარება სავალდებულო აღარაა არც ღია და არც დახურულ სივრცეში, გარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სამედიცინო დაწესებულებებისა, სადაც, სპეციალისტების თქმით, ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკია.

თუმცა, თბილისის მეტროში პირბადის ტარების ვალდებულება პრაქტიკულად არ კონტროლდება – პირბადის ტარება აქ მოქალაქეების კეთილი ნებაა, მათ კი, ვინც პირბადის გარეშე შედის მეტროს სადგურში, პირბადის გაკეთების ვალდებულების შესახებ არ აფრთხილებენ არც მეტროს თანამშრომლები და არც მეტროში მყოფი პოლიციელები.

ფოტოებზე, რომლებიც მეტროსადგურ „პოლიტექნიკური ინსტიტუტშია“ გადაღებული, ჩანს, რომ მოქალაქეები პირბადის გარეშე, თავისუფლად შედიან მეტროსადგურის ტერიტორიაზე, პირები კი, რომლებსაც მათი კონტროლი ევალებათ, რეგულაციის დარღვევაზე არ რეაგირებენ.

ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის მონაცემებით, ამ ეტაპზე საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 34%-ია.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …