დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ერთი კვირის კოვიდ-სტატისტიკა პირველად გამოაქვეყნა.
სტატისტიკის თანახმად, 25.04.22-01.05.22 მონაცემებით, დადასტურდა 908 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 289. გარდაიცვალა 11 პაციენტი. ამავე პერიოდში სულ ჩატარდა 108 631 ტესტი (97 081 ანტიგენ ტესტი, 11 550 პჯრ ტესტი )
უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი
7 დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელი 0.84%-ია.
რაც შეეხება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სტატისტიკას:
3 მაისის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 883 345 აცრა.
მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია ადამიანი 1 366 301, >18 ასაკის მოსახლეობის 47.5%.
სრულად ვაქცინირებულია 1 264 011 ადამიანი, >18 ასაკის მოსახლეობის 44.0%
ბუსტერ დოზით აცრილია 249 320 ადამიანი.
12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 4 220 (2.38%) სრულად აცრილია – 3 354 (1.89%);
16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 695 (15.64%) სრულად აცრილია- 11 223(13.84%);
2 მაისს ჩატარდა 650 აცრა.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან, დაავადებათა კონტროლის ცენტრი კოვიდ სტატისტიკას არა ყოველდღიურად, არამედ კვირაში ერთხელ, სამშაბათობით გამოაქვეყნებს.