მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » “არის საფრთხე, რომ ის უფრო საშიშ ფორმად გადაიქცეს,” – ჯანმოს წარმომადგენელი კორონავირუსზე

“არის საფრთხე, რომ ის უფრო საშიშ ფორმად გადაიქცეს,” – ჯანმოს წარმომადგენელი კორონავირუსზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, “ომიკრონის” ახალი ქვეშტამი, რომელიც რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა, “შეშფოთების საგანს არ წარმოადგენს”.

როგორც გამყრელიძე განმარტავს, ახალი ქვეშტამი “ომიკრონზე” რთული მიმდინარეობის არ არის.

“მუტაცია მუდმივად მიმდინარეობს, ამიტომ ეს ვარიანტი ახალი არ არის, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს შემაშფოთებელი სახელი. რაც კორონავირუსი გაჩნდა ასობით მუტაცია დაფიქსირდა, იქიდან შეშფოთების საგანი თითზე ჩამოსათვლელი გახდა. არის ამ ტიპის მუტაციები, მაგრამ ისინი შეშფოთების საგანი არ არის. არ არის რთული, ვიდრე ჩვეულებრივი “ომიკრონი”,- განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ვასილი ესენამანოვმა  ,,ევროპის იმუნიზაციის კვირეულისადმი“ მიძღვნილ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მოსაზრება, თითქოს პანდემია დასრულდა, ვირუსი ცირკულირებს და არის საფრთხე, რომ ის უფრო საშიშ ფორმად გადაიქცეს.

ამიტომ ჯანმოს წარმომადგენელი მოუწოდებს მოსახლეობას, ჩაიტაროს ვაქცინაცია. მისი თქმით, ყველა ვაქცინა, რომელიც პრეკვალიფიცირებულია ჯანმოს მიერ, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა და მსოფლიოში უკვე 11 მილიარდზე მეტი ვაქცინაა ადმინისტრირებული.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …