მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ჯანდაცვის სამინისტრო წლის ბოლომდე ტარიფების გათანაბრებას ყველა სერვისზე გეგმავს

ჯანდაცვის სამინისტრო წლის ბოლომდე ტარიფების გათანაბრებას ყველა სერვისზე გეგმავს

წლის ბოლომდე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ტარიფების გათანაბრება ყველა სამედიცინო სერვისზე იგეგმება. ასეთი შინაარსის განცხადება დღეს ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა. ზურაბ აზარაშვილის თქმით, დღის წესრიგშია და აქტიური განხილვების პროცესშია სამედიცინო ტარიფების დარეგულირების საკითხი.

„რასაკვირველია, დღის წესრიგშია და აქტიური განხილვების ფაზაშია. უკვე პირველი აპრილიდან სატესტო რეჟიმიც გვაქვს. არის ერთ-ერთი სისტემა, რომელიც ყველაზე სამართლიან ტარიფს თვლის ბაზარზე, რათა არ მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან მეტის ან უსამართლოდ ნაკლების გადახდა. ეს სისტემა უკვე საპილოტე რეჟიმში გვაქვს ჩართული. პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა ამ ტარიფების „გამოყვანაზე“ და ვფიქრობ, ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. წლები სჭირდებოდა სხვა ქვეყნებში, მაგრამ როგორც ჩვენი სამუშაო ჯგუფი მპირდება, წლის ბოლომდე ეს სისტემა დანერგილი იქნება, რომელიც უკვე სამართლიანად დააფიქსირებს ყველა სამედიცინო მომსახურებაზე ტარიფებს და ამის მიხედვით მოხდება სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის რეანიმაციისა და კარდიოქირურგიულ სერვისებზე ტარიფები 2019 წლიდან გათანაბრდა, რასაც კერძო კლინიკების უკმაყოფილება მოჰყვა.

აღნიშნული პროცესი ეკატერინე ტიკარაძის მინისტრობის პერიოდში დაიწყო.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …