მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » დიალიზის თერაპია დამატებით 7 ქალაქში იქნება ხელმისაწვდომი

დიალიზის თერაპია დამატებით 7 ქალაქში იქნება ხელმისაწვდომი

მომდევნო 2 თვეში, დიალიზის თერაპია, დამატებით, 7 ქალაქში იქნება ხელმისაწვდომი – განცხადება ამის შესახებ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გააკეთა.

ზურაბ აზარაშვილის ინფორმაციით, უკვე მიღწეულია შეთანხმება 4 კერძო კლინიკასთან. სწორედ ისინი შესთავაზებენ, 4 სხვადასხვა ქალაქში, ბენეფიციარებს დიალიზის თერაპიას. ამასთან, პაციენტები, მათი სიცოცხლისათვის აუცილებელ მომსახურებას მიიღებენ თიანეთში, მესტიასა და ამბროლაურში.

„ჩვენ ყველა ქალაქში შევისწავლეთ, ამ კუთხით, არსებული სიტუაცია – პირველ ეტაპზე, შევთანხმდით, რომ თიანეთი, მესტია და ამბროლაური ყველაზე კრიტიკული ლოკაციებია. ამასთან, 4 კერძო კლინიკასთან მივაღწიეთ შეთანხმებას, დამატებით, 4 ქალაქში იყოს დიალიზის სერვისი – მომდევნო 2 თვის განმავლობაში, ჯამში 7 ქალაქში, სრულად იქნება ხელმისაწვდომი დიალიზის თერაპია“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

აღნიშნული სერვისები „დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში იხსნება, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო ახორციელებს.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …