მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » კოვიდ-კლინიკებში საწოლფონდი 8 ათასიდან 2 ათასამდე შემცირდა

კოვიდ-კლინიკებში საწოლფონდი 8 ათასიდან 2 ათასამდე შემცირდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ 19-ის 872 შემთხვევა დადასტურდა. დადებითობის მაჩვენებელი ასეთია: დღიური – 4,76%, ბოლო 14 დღის – 10,19%, ბოლო 7 დღის – 6,61%.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში 18 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა.

აიცრა  1 395 მოქალაქე.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 920 პაციენტი იმყოფება. 250-მდე მათგანი ინტენსიური თერაპიის განყოფილებებშია მოთავსებული.

პაციენტების რაოდენობის შემცირების ფონზე, ჯანდაცვის სამინისტრომ კოვიდ-კლინიკებში საწოლფონდი მკვეთრად, 8 ათასიდან 1819-მდე შეამცირა.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …