გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კოვიდ 19-ის 888 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 4,11 % შეადგინა. ბოლო 14 დღეში ეს მონაცემი 10,92%-ია, ბოლო 7 დღეში კი – 7,54%.
გარდაიცვალა 17 ადამიანი.
ერთ დღეში 1 301 აცრა ჩატარდა. სტაციონარში მყოფი პაციენტების რაოდენობა 1000-ს ჩამოსცდა და 986 შეადგინა.