ბოლო თითქმის 9 თვის განმავლობაში, საქართველოში კოვიდ 19-ით გარდაცვალების მინიმალური დღიური რაოდენობა დაფიქსირდა – გასულ დღე-ღამეში 10 პაციენტი გარდაიცვალა.
დადასტურდა 1 099 შემთხვევა, შესაბამისად, დადებითობის მაჩვენებელი 5,16%-ია.
რაც შეეხება აცრებს, ერთ დღეში 1 554 პაციენტი აიცრა. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 1 068 ადამიანი იმყოფება.
ქვეყანაში 29500-მდე აქტიური შემთხვევაა და ეს რაოდენობაც ყოველდღიურად იკლებს.