მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ომიკრონის ტალღის შედეგი – ბავშვებში პოსტკოვიდური გართულებების შემთხვევებმა მოიმატა

ომიკრონის ტალღის შედეგი – ბავშვებში პოსტკოვიდური გართულებების შემთხვევებმა მოიმატა

იაშვილის ბავშვთა კლინიკაში პოსტკოვიდური გართულებებით – მულტისისტემური  ანთებითი სინდრომით ბავშვების მიმართვიანობა გაიზარდა.

ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამის პროგნოზი ჯერ კიდევ 4-5 კვირის წინ კეთდებოდა, როცა ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პიკი იყო და ერთ დღეში 26 ათასი შემთხვევაც კი დაფიქსირდა. ამ რაოდენობაში კი 20% ბავშვი იყო.

ივანე ჩხაიძის განცხადებით, ყოველ 1000 ინფიცირებულშტ 200 ბავშვია. ამ ბავშვებში კი მულტისისტემუროი  ანთებითი სინდრომით ბოლო 10 დღის განმავბლობაში ყოველდღიურად ერთი პაციენტი მიანც შემოდის.

„გუშინ კრიტიკული მედიცინის დეპარტამანტში ამ სინდრომით 3 პაციენტი გვეწვა.

ამ პაციენტების შემოსვლის ალბათობა 1 თვეში ძალიან მაღალი იქნება, რადგან ვირუსის მწვავე ტალღის გადატანიდან 4-6 კვირის შემდეგ ვითარდება. რადგან თებერვალში იყო ინფიცირების პიკი, მოლოდინია, რომ მარტის ბოლოსა და აპრილის განმავლობაში ასეთი შემთხვევების მატება გვექნება,“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მულტისისტემური ანთების სინდრომის განვითარების დროს, პრობლემები იწყება ტემპერატურის მკვეთრი მომატებით, ამის კვალდაკვალ ზიანდება სხვადასხვა ორგანოთა სისტემა და ეს იმდენად მძიმე ფორმით ვითარდება, რომ ბავშვები შესაძლოა საავადმყოფოებშიც მოხვდნენ. ამასთან, სპეციალისტების თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, მძიმე ფორმით გადაიტანა პაციენტმა კორონავირუსი თუ მსუბუქად.

აღნიშნული სინდრომი იშვიათ შემთხვევაში იჩენს თავს.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …