მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » სპეციალისტები საქართველოში ეპიდემიის ახალ ტალღას უახლოეს მომავალში არ ელოდებიან

სპეციალისტები საქართველოში ეპიდემიის ახალ ტალღას უახლოეს მომავალში არ ელოდებიან

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კოვიდ 19-ის 466 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ჩატარებული ტესტების 8,9%-ია.

შემცირებულია გარდაცვალების მაჩვენებელი: 24 საათში 15 კოვიდპაციენტი დაიღუპა, რაც ივლისის ბოლო რიცხვებიდან მოყოლებული, გარდაცვალების მინიმალური დღიური რაოდენობაა.

უკიდურესად დაბალია აცრის მაჩვენებელი: ერთ დღეში კოვიდ 19-ზე მხოლოდ 124 მოქალაქე აიცრა.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 1 461 ადამიანი იმყოფება, რაც ბოლო თვეების განმავლობაში, ერთერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში მე-6, მძიმე ტალღა დასრულდა და იმის ალბათობა, რომ შემთხვევების მატება იყოს, მინიმალურია. მისივე განმარტებით, არ არსებობს არცერთი მინიმალური საფუძველიც კი, რომ  უახლოეს მომავალში შემთხვევების მკვეთრი მატების მოლოდინი გვქონდეს. ჩხაიძის განმარტებით, ამის გამოწვევა შეუძლია მხოლოდ ახალ მუტაციას, რაც მსოფლიოში, საბედნიეროდ, დაფიქსირებული არ არის. თუმცა, მისივე განცხადებით, შეიძლება ვირუსის ახალი სახეობა გამოჩნდეს, რის საფუძველსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ხედავს იმ პერიოდში, ვიდრე მოსახლეობის 70% ვაქცინირებული არ იქნება.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …