გასულ დღე-ღამეში საქართველოში კოვიდ 19-ის 1 543 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ჩატარებული ტესტების (12 645) 11,12%-ია.
გარდაიცვალა 20 პაციენტი, რაც, ივლისის ბოლო რიცხვრბიდან დღემდე, დღიური ლეტალობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ერთ დღეში 1 279 ადამიანი აიცრა.
ყოველდღიურად მცირდება სტაციონარში მოთავსებული ადამიანების რაოდენობა – ამ ეტაპზე კოვიდკლინიკებში 1 695 პაციენტი მკურნალობს.