საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს, გადაუდებელი საჭიროების სამედიცინო სერვისებს სახელმწიფო დაუფინანსებს.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების განმარტებით, უკრაინის მოქალაქეებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, ასევე უფასო იქნება COVID-19-ზე ტესტირება, კოვიდ კლინიკებში მკურნალობა და COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
უკრაინის მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი-144–3, რომელიც სამედიცინო სერვისებთან ერთად, მათი სხვა საჭიროების შესახებ, ინფორმაციას შეაგროვებს და შესაბამის უწყებებს მიაწვდის.
დახმარების პაკეტით სარგებლობა შეუძლიათ იმ უკრაინელ ტურისტებს, რომლებმაც საზღვარი 1-23 თებერვლის პერიოდში გადმოკვეთეს.