ვაქცინაციაზე ფულადი წახალისების პროგრამის მიუხედავად, რომელიც კიდევ ერთი თვით გაგრძელდა, აცრების მაჩვენებელი მკვეთრად იკლებს. სამუშაო დღის მიუხედავად, გუშინ ქვეყანაში 1000-ზე ნაკლები აცრა ჩატარდა.
რაც შეეხება შემთხვევების სტატისტიკას, გუშინ კორონავირუსი 1 970 ადამიანს დაუდასტურდა. დადებითობის მაჩვენებელი ასეთია: დღიური – 15,58%, ბოლო 14 დღის – 17,68%, ბოლო 7 დღის – 15,09%
2 ათასს ჩამოსცდა სტაციონარებში მყოფი ინფიცირებულების რაოდენობა და 1 889 შეადგინა. ამ ეტაპზე კოვიდკლინიკებში 5500-მდე საწოლია მობილიზებული – ბოლო დღეებში ჯანდაცვის სამინისტრომ ამ ფონდიდან 3 ათასამდე ადგილი გამოათავისუფლა, რომლებიც გეგმიურ სტაციონარულ სერვისებს დაუბრუნა.
ისევ მაღალია გარდაცვალების მაჩვენებელი: ბოლო 24 საათში 29 კოვიდპაციენტი დაიღუპა.