მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » მაია ჩხაიძე: ბავშვების კალენდარული აცრების კუთხით სავალალო მდგომარეობაა

მაია ჩხაიძე: ბავშვების კალენდარული აცრების კუთხით სავალალო მდგომარეობაა

საქართველოში ბავშვების კალენდარული აცრების კუთხით სავალალო მდგომარეობაა – ამის შესახებ ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო 2 წელიწადში, რაც კოვიდ პანდემიაა, ბევრი მშობელი აღარ ცრის შვილებს, ამან კი, მაია ჩხაიძის განმარტებით, შესაძლოა გამოიწვიოს წითელას და სხვა ისეთი ინფექციების აფეთქება, რომლებიც ვაქცინაციის წყალობით აღარ გვხვდება.

„ექიმმა უარიც რომ გითხრათ, არ დაუჯეროთ და ჩაუტარეთ ვაქცინაცია ბავშვებს,“- განაცხადა ჩხაიძემ.

მისი განმარტებით, თუ ბავშვი კოვიდით დაინფიცირდა, გადატანიდან 2 კვირაში მშობელს უკვე შეუძლია, შვილს გეგმიური, კალენდარული ვაქცინაცია ჩაუტაროს.

იგივე რეკომენდაცია აქვს გაეროს ბავშვთა ფონდს, რომლის შეფასებით, პანდემიის გამო გეგმიური იმუნიზაციის პროცესი არ უნდა შეფერხდეს.

“მართალია, COVID-19 იწვევს ჩვენი ცხოვრების რეჟიმისა და რიტმის ცვლილებას, შეეცადეთ, რომ ბავშვს გაუკეთოთ აცრები იმ დაწესებულებაში, სადაც ეს სერვისი ხელმისაწვდომია. მნიშვნელოვანია ბავშვებისა და ჩვილების აცრების გრაფიკის დაცვა, ვინაიდან იმუნიზაცია ბავშვებს იცავს მძიმე დაავადებებისაგან. ეს ნიშნავს, რომ როდესაც თქვენს შვილს შეეძლება სხვა ბავშვებთან ურთიერთობის განახლება, იგი იქნება დაცული სხვა დაავადებებისგანაც,”- ასეთია იუნისეფის პოზიცია.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …