მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » კოვიდ-კლინიკებისთვის მძიმე პერიოდი დასრულდა – ადგილების 70% თავისუფალია

კოვიდ-კლინიკებისთვის მძიმე პერიოდი დასრულდა – ადგილების 70% თავისუფალია

ქვეყანაში კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი ისევ მაღალია – გუშინ – 17 693 ტესტი გაკეთდა და მათგან თითქმის 16%-ს დადებითი პასუხი მოუვიდა. რაოდენობრივად, დადასტურდა 2 783 შემთხვევა. გარდაიცვალა 32 ადამიანი.

რეპროდუქციის ინდექსი, პანდემიის განმავლობაში ერთერთი ყველაზე დაბალია და 0,3-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ 10 ინფიცირებული საშუალოდ მხოლოდ 3 ადამიანს აინფიცირებს.

ისევ უკიდურესად დაბალია აცრების მაჩვენებელი – ერთ დღეში იმუნიზაციხ მხოლოდ 1 332-მა ადამიანმა ჩაიტარა.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 2 209 პაციენტი იმყოფება, რაც ომიკრონის მსუბუქი მიმდინარეობის შედეგია. მძიმე მდგომარეობაშია 850 ინფიცირებული. ჯანდაცვის სამინისტრომ კოვიდ-კლინიკებში საწოლების რაოდენობა ათასით შეამცირა და ამ ეტაპზე ამ სექტორში 7 ათასამდე ადგილია მობილიზებული.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …