მიმდინარე წელს (თუ არ ჩავთვლით საახალწლო დღეებში, მიმართვიანობის შემცირების გამო დაკლებულ მაჩვენებელს), გასულ დღე-ღამეში კოვიდინფიცირების მინიმალური მაჩვენებელი დაფიქსირდა. კერძოდ, ინფექცია 1 365 ადამიანს დაუდასტურდა. დადებითობის მაჩვენებელი ასევე შემცირდა და შეადგენს: დღიური – 14,11%, ბოლო 14 დღის – 22,6%, ბოლო 7 დღის – 18,07%.
მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ პისიარ ტესტირების დაფინანსება შეწყვიტა, შემცირდა მიმართვიანობა როგორც პისიარ,ისე სწრაფ ტესტებზე. კერძოდ, გუშინ ჩატარებული 9 671 ტესტიდან 6 495 სწრაფი იყო, პისიარი კი 3 176.
უპრეცედენტოდ იკლო აცრების მაჩვენებელმაც – გუშინ იმუნიზაცია მხოლოდ 188 ადამიანმა ჩაიტარა.
3 ათასს ჩამოსცდა ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობა და ამ ეტაპზე კოვიდკლინიკებში 2 913 ადამიანი იმყოფება.
ამასთან, ისევ მაღალი რჩება გარდაცვალების მაჩვენებელი – ბოლო 24 საათში კოვიდინფექციას 32 პაციენტი ემსხვერპლა.