მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მკვეთრად უმჯობესდება

ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მკვეთრად უმჯობესდება

კოვიდ 19-ის დადასტურების დღიური შემთხვევები შემცირდა – ბოლო 24 საათში ინფექცია 6 847 ადამიანს დაუდასტურდა.

გარდაიცვალა 36 პაციენტი.

დადებითობის მაჩვენებელი ასეთია: დღიური – 18,39%, ბოლო 14 დღის – 25,18%, ბოლო 7 დღის – 20,73%

შეგახსენებთ, რომ სამშაბათობით დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა შაბათ-კვირას შემცირებული მიმართვიანობის გამო იზრდება. ამიტომ სპეციალისტები ეპიდსიტუაციის შესაფასებლად ამ დღის მონაცემებს (რომელიც ორშაბათს ჩატარებული ტესტების შედეგებს ასახავს) წინა კვირის სამშაბათის სტატისტიკას ადარებენ. წინა სამშაბათს, 22 თებერვალს კი 12 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. შესაბამისად, მაჩვენებელი 40%-თაა შემცირებული.

ისევ დაბალია აცრების მაჩვენებელი – გუშინ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა 3 410 ადამიანმა გაიკეთა.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 4 479 პაციენტი იმყოფება. მათგან 1300-მდე მძიმე მდგომარეობაშია. 

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …