ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუმჯობესებას განაგრძობს – ბოლო 24 საათში კორონავირუსი 8 455 ადამიანს დაუდასტურდა, რაც ჩატარებული ტესტების 22,9%-ია.
ამასთან, მაღალია ლეტალობის მაჩვენებელი: ბოლო 24 საათში 41 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა. შედეგად, ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კიოვიდ 19-ისგან გარდაცვალების მაჩვენებელმა 16 ათასს გადააჭარბა და 16 022 შეადგინა.
მცირდება აცრის მაჩვენებელი – ერთ დღეში ვაქცინაცია მხოლოდ 2 901-მა ადამიანმა ჩაიტარა.
დღითიდღე მცირდება სტაციონარში მოთავსებული პაციენტების რაოდენობა – ამ ეტაპზე კლინიკებში 5 096 ადამიანი მკურნალობს.