ქვეყანაში ეპიდვითარება გაუმჯობესებას განაგრძობს – გასულ დღე-ღამეში კოვიდ 19-ის 10 230 შემთხვევა დადასტურდა, რაც ჩატარებული ტესტების (40 504) 25,26%-ია, კვირის ჭრილში დადებითობის მაჩვენებელი 27,73%-ია, 14 დღის კი – 29,89%.
აცრის მაჩვენებელი ისევ დაბალია – გუშინ ვაქცინა 3 294-მა ადამიანმა გაიკეთა.
გაუმჯობესებული ვითარების მიუხედავად, ისევ მაღალია გარდაცვალების მაჩვენებელი – გასულ დღე-ღამეში ვირუსს 48 ადამიანი ემსხვერპლა.