მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » მეორე კვარტალში ქვეყანა 5-12 წლის ბავშვებისთვის განკუთვნილ, 50 ათას დოზა ვაქცინას მიიღებს

მეორე კვარტალში ქვეყანა 5-12 წლის ბავშვებისთვის განკუთვნილ, 50 ათას დოზა ვაქცინას მიიღებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ქვეყანაში მიმდინარე წლის მეორე კვარტალში შემოვა.

ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„5-12 წლის ბავშვების ვაქცინაციის შესახებ წინასწარი მსჯელობა იმუნიზაციის საბჭოზე იყო. ჩვენ „ფაიზერისთვის“ ეს ვაქცინა, დაახლოებით, 50 000 დოზის ფარგლებში დაკვეთილი გვაქვს. პირველ ეტაპზე, ვფიქრობთ, ეს განკუთვნილი იქნება იმუნოკომპრომენტირებული და თანხმლები დაავადებებით ბავშვებისთვის, პირველი პარტია ამ ვაქცინის მეორე კვარტალში უნდა შემოვიდეს და ამის შემდეგ სურვილის მიხედვით, დაიწყება ვაქცინაცია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …