მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » კოვიდკლინიკებზე ზეწოლა მცირდება, ქვეყანაში ვირუსის ცირკულირების ინტენსივობა იკლებს

კოვიდკლინიკებზე ზეწოლა მცირდება, ქვეყანაში ვირუსის ცირკულირების ინტენსივობა იკლებს

გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კოვიდ 19-ის 12 101 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა. დადებითობის მაჩვენებელი შემცირებას განაგრძობს და შეადგენს: დღიური – 25,48%, ბოლო 14 დღის – 30,65%, ბოლო 7 დღის – 28,55%.

ვირუსით 45 ადამიანი გარდაიცვალა,  დღიურად აიცრა 3 006 ადამიანი. მცირდება კლინიკებში მოთავსებული პაციენტების რაოდენობა და ამ ეტაპზე 5 358-ს შეადგენს. 

ქვეყნის უმსხვილეს კოვიდკლინიკაში – რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ მათთან ამ ეტაპზე მართვით სუნთქვაზე 7 ადამიანი იმყოფება, როცა წინა დღეებში ეს მაჩვენებელი 3-4-ჯერ მეტი იყო.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …