იმ მოკლე ვადებში, რასაც ადამიანები ჩივიან, რომ 2-3 კვირაში დაემართათ რეინფიცირება, ეს პრაქტიკულად ძალიან ნაკლებადაა შესაძლებელი. ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი აცხადებს. მისი თქმით, თეორიულად ალბათ შეიძლება, მაგრამ არა ასე მასოვრივად, როგორც ამას ბევრი აღნიშნავს.
ტელეკომპანია “იმედის” ეთერში საუბრისას მან აღნიშნა, რომ წლის ამ პერიოდში აქტიურად ცირკულირებს სხვა რესპირაციული ვირუსული ინფექციები, და შანსი იმისა, რომ კოვიდგადატანილ ადამიანს დაემართოს, მაღალია.
„კოვიდგადატანილს ადვილად შეიძლება დაემართოს სხვა რესპირაციული ინფექციები და სიმპტომები ყველა ერთმანეთს ჰგავს, ამიტომ ადამიანებს ჰქონიათ, რომ კოვიდი დაუბრუნდათ. მეტიც, შეიძლება ტესტი ჩაიტარონ და ისევ დადებითი იყოს, ჩვენ ვიცით, რომ ზოგჯერ განკურნებულებშიც „პისიარი“ იჭერს ძველ ნარჩენებს ვირუსის. ეს არ ნიშნავს, რომ ეს მიმდინარე კოვიდია და ადამიანი გადამდებია“, – განაცხადა ბუწაშვილმა.