ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უმჯობესდება, რაზეც, პირველ რიგში, დადებითობის მაჩვენებლის შემცირება მიუთითებს – თუ წინა კვირებში ეს მონაცემი 30%-ზე მეტი იყო, დღეს 26%-მდეა ჩამოსული.
შემცირებული ტესტირების ფონზე მცირდება ინფექციის დადასტურების დღიური რაოდენობაც: გუშინ ქვეყანაში 18 351 ტესტი ჩატარდა, მათგან ვირუსი 4 775-მა ადამიანს დაუდასტურდა.
ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 32 პაციენტი.
რეკორდულად ჩემცირდა აცრების მაჩვენებელი – ერთ დღეში ვაქცინაცია 342 ადამიანი აიცრა.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 5 585 პაციენტი იმყოფება.
რაც შეეხება პირბადის ტარების მაჩვენებელს, ის წინა კვირაში 62% იყო, დღეის მონაცემებით კი 60%-ია.