მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » დახურული ბაღების  რაოდენობა შემცირდა, ონლაინ-სწავლების განაცხადი კი 25 ათასზე მეტმა მშობელმა გააუქმა

დახურული ბაღების  რაოდენობა შემცირდა, ონლაინ-სწავლების განაცხადი კი 25 ათასზე მეტმა მშობელმა გააუქმა

ქვეყანაში ეპიდვითარების გაუმჯობესება სააღმზრდელო და სასწავლო დაწესებულებებზეც აისახა. თუ ორი კვირის წინ თბილისში ბაღების ნახევარზე მეტი დაკეტილი იყო, დღეს ეს მაჩვენებელი 21%-მდეა შემცირებული. კერძოდ, დედაქალაქის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონაცემებით, 187 ბაღიდან დახურულია 39 ბაღი და 48 ცალკეული ჯგუფი. ინფიცირებულია  34 აღსაზრდელი და 349 თანამშრომელი.

რაც შეეხება სკოლებს, წინა კვირის ინფორმაციით, 2085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან, სრულად დისტანციურ სწავლებაზე 672 სკოლა იმყოფება.

ამასთან, მცირდება იმ მშობლების რაოდენობაც, რომლებსაც შვილის ონლაინ-სწავლებაზე გადაყვანა სურთ.

განალების სამინისტროს მონაცემებით, გუშინ მათთან დისტანციურ სწავლებაზე  8992 განაცხადი შევიდა, გაუქმდა 25325 განაცხადი.

ეპიდაფეთქების პირობებში, იანვრის ბოლო კვირას, ონლაინ-სწავლებაზე გადასვლის სურვილი რეკორდული რაოდენობის – 36 ათასამდე მშობელმა გამოთქვა.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …