მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » “იქნება დაუსრულებელი ტალღები” – კულუმბეგოვი იმ სცენარზე საუბრობს, რომელსაც აცრების დაბალი მაჩვენებლის შემთხვევაში მივიღებთ

“იქნება დაუსრულებელი ტალღები” – კულუმბეგოვი იმ სცენარზე საუბრობს, რომელსაც აცრების დაბალი მაჩვენებლის შემთხვევაში მივიღებთ

იმუნოლოგ-ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის აზრით, თუ საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის ტემპი არ გაიზარდა, შესაძლოა ქვეყანაში პანდემია წლების განმავლობაში გაგრძელდეს, მაშინ როდესაც ევროპის ქვეყნების უმეტესობა მას უკვე ზაფხულში დასრულებულად გამოაცხადებს.

„ჩვენ უნდა მივხვდეთ, რომ ვაქცინაცია არის პანდემიის კონტროლის ერთადერთი საშუალება, რაც დღეს მსოფლიოს გააჩნია და თუ ამ გზას არ დავადექით და ეს ყველამ – ერმა, ბერმა ერთად არ გავაკეთეთ, ბუნებრივია, ჩვენთან იქნება დაუსრულებელი ტალღები, ათასობით ადამიანი კლინიკებში, სხვა სამედიცინო სერვისების ამოვარდნა და უსერიოზულესი პრობლემა, რომელიც შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს. მაშინ როდესაც, დარწმუნებული ვარ, ზაფხულიდან ევროპის ქვეყნების უდიდესი ნაწილი და ვაქცინაციის კარგი მოცვის ქვეყნები, პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებენ, იმიტომ რომ მათ ყოველდღიურობაზე ის გავლენას ვერ მოახდენს“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით მხოლოდ 3 560 ადამიანი აიცრა.

 

imedinews-ის ინფორმაცია

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …