ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 19 049 ადამიანს დაუდასტურდა. დადებითობის მაჩვენებელი ისევ მაღალია და შეადგენს: დღიური – 33,7%, ბოლო 14 დღის – 32,01%, ბოლო 7 დღის – 32,19%. ამასთან, დღიურად ჩატარებული ტესტების რაოდენობა წინა კვირიასთან შედარებით თითქმის 20 ათასით შემცირდა – გუშინ კოვიდ 19-ზე 56 531 ადამიანი გაიტესტა.
ისევ მაღალი რჩება გარდაცვალების მაჩვენებელი: ბოლო 24 საათში 51 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა.
ასევე დაბალია აცრების ტემპი: ერთ დღეში მხოლოდ 3 593 ადამიანი აიცრა.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6 017 ადამიანი იმყოფება.