მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » საიტზე შეფერხებებია – დაავადებათა კონტროლის ცენტრი ტესტების მაჩვენებლის შემცირების მიზეზს განმარტავს

საიტზე შეფერხებებია – დაავადებათა კონტროლის ცენტრი ტესტების მაჩვენებლის შემცირების მიზეზს განმარტავს

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი 4 028 ადამიანს დაუდასტურდა, თუმცა, რაოდენობრივი შემცირების მიუხედავად, მაღალია დადებითობის მაჩვენებელი – გუშინ ქვეყანაში მხოლოდ 9 688 ტესტი ჩატარდა, საიდანაც დადებითი პასუხი 41,58%-ის შემთხვევაში დაფიქსირდა. 

დადებითობის მაჩვენებელი ასეთია: ბოლო 14 დღის – 31,92%, ბოლო 7 დღის – 33,03%.

ამასთან, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, შაბათ-კვირას საიტზე, რომელზეც ტესტების პასუხები იტვირთება, შეფერხება ჰქონდა და შემცირებული მაჩვენებელიც ამითაა განპირობებული.

შემცირებულია აცრების მაჩვენებელი – გუშინ ქვეყანაში ვაქცინაცია 478-მა ადამიანმა გაიკეთა. 

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6 202 ინფიცირებული იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ვირუსს 21 ადამიანი ემსხვერპლა.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …