მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » “ომიკრონის” მსუბუქი მიმდინარეობის მიუხედავად, ლეტალობა იზრდება – სპეციაისტები მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ

“ომიკრონის” მსუბუქი მიმდინარეობის მიუხედავად, ლეტალობა იზრდება – სპეციაისტები მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ

ქვეყანაში ერთდროულად კორონავირუსის რამდენიმე ვარიანტი ცირკულირებს, „ომიკრონისგან“ გამოწვეული 2 ქვეტიპი ჯანდაცვის სისტემას ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს. ივანე ჩხაიძის განცხადებით, თუკი ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესში ჩართულთა სტატისტიკური მაჩვენებელი მინიმუმ 80%-ს მიუახლოვდება, პოპულაციური იმუნიტეტი შეიქმნება, რაც გარდაცვლილთა რაოდენობის შემცირებაზე მკვეთრად აისახება. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის განმარტებით, ჯანდაცვის სექტორი ბუნებრივად გამომუშავებულ იმუნიტეტის ხარჯზე ვერ დარჩება, ვინაიდან ამ შემთხვევაში ლეტალობის მაჩვენებელი აღმავალი იქნება.

„„ომიკრონთან“ დაკავშირებით კიდევ უფრო მაღალი ციფრია საჭირო და ახლა საუბრობენ მოსახლეობის მინიმუმ 80%-ის მოცვაზე, რომ ჩვენ ჩავთვალოთ, რომ ქვეყანაში პოპულაციური იმუნიტეტი მიღწეულია. თუ „ომიკრონით“ ინფიცირების მაჩვენებელი იქნება ძალიან მაღალი და ამას დავუმატებთ ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობას, სავსებით შესაძლებელია, ახლო პერსპექტივაში საქართველოში იყოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, რომელსაც ექნება გარკვეული იმუნიტეტი კორონავირუსის წინააღმდეგ. მეორე მხარეა, რა ფასად მივიღებთ ჩვენ ბუნებრივი იმუნიტეტის გზით პოპულაციური იმუნიტეტის მაქსიმალური ზღურბლის მიღწევას. ამის უკან დგანან გარდაცვლილი ადამიანები, ამის უკან დგას ის მაჩვენებელი ლეტალობის, რომელიც დღევადელი მონაცემებიდან ნათელია, რომ არის მაღალი“, – განაცხადა ჩხაიძემ.დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში სრულად აცრილია მოსახლეობის 42.8%.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …