თბილისში მოქმედი 187 საბავშვო ბაღიდან ამ ეტაპზე 100 მთლიანად დახურულია. ასევე დახურულია ცალკეული ბაღების 40 ჯგუფი. დედაქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ინფიცირებულია 62 აღსაზრდელი და 664 თანამშრომელი. შეგახსენებთ, რომ განახლებული გაიდლაინით, ინფიცირების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში ბაღი სრულად არ იკეტება და მისი ან ცალკეული ჯგუფის იზოლაციაში გადასვლის შესახებ გადაწყვეტილებას დირექცია ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე იღებს.
მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » თბილისში 100 საბავშვო ბაღი დახურულია, ძირითადი მიზეზი არა ბავშვების, არამედ პერსონალის ინფიცირებაა
იხილეთ ასევე
ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს
ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …