მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » პირბადის ტარების მაჩვენებელი 62%-მდე გაიზარდა

პირბადის ტარების მაჩვენებელი 62%-მდე გაიზარდა

კოვიდ 19-ის უპრეცედენტოდ მასშტაბური ტალღის პირობებში მოსახლეობა პირბადეების ტარებას უბრუნდება. ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის მონაცემებით, ნიღბის გამოყენების მაჩვენებელმა 10 პროცენტით, 62%-მდე მოიმატა. ეპიდემიოლოგები აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ ვაქცინაციასთან ერთად დაინფიცირების საფრთხეების შემცირების ყველაზე ეფექტიანი საშუალება პირბადის სწორად (ცხვირსა და პირზე) ტარებაა. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კი ქვეყანაში ისევ მძიმეა და გაუმჯობესების ნიშნები არ ჩანს: გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 23 134 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 33 პაციენტი.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …