მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ერთი ოჯახის ექიმი ერთდროულად საშუალოდ 70 პაციენტს მართავს

ერთი ოჯახის ექიმი ერთდროულად საშუალოდ 70 პაციენტს მართავს

ამ ეტაპზე ქვეყანაში ბინაზე 171,862 კოვიდპაციენტი მკურნალობს. ესაა მონაცემი, რომელიც ოფიციალურ კოვიდ-სტატისტიკაშია მოცემული.

ამასთან, არის შემთხვევები, როდესაც ერთ ექიმს ერთდროულად 100 პაციენტის მართვა უწევს.

რაც შეეხება ოჯახის ექიმებს, რომლებიც ამ პაციენტებს მართავენ, მათი საერთო რაოდენობა 2500-ია. აქ შედის როგორც კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ დაკონტრაქტებული, ისე სახელმწიფო სექტორში მომუშავე ოჯახის ექიმები.

შესაბამისად, ერთ ოჯახის ექიმს ერთდროულად 70-მდე პაციენტის მართვა უწევს.

ამ ვითარებაში ოჯახის ექიმებისა და სადაზღვევო კომპანიების მიმართ პრეტენზიები იზრდება. ექიმის ლოდინის ვადა რამდენიმე დღეს შეადგენს. შექმნილ სიტუაციაში ოჯახის ექიმები პრიორიტეტებს იმ პაციენტებს ანიჭებენ, რომლებსაც გართულების მომეტებული რისკი აქვთ – ესენი არიან ხანდაზმულები, ორსულები, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები, ბავშვები.

ამასთან, სადაზღვევო კომპანიები მომხმარებლებს აწვდიან ინფორმაციას, როგორ მოიქცნენ მსუბუქი მიმდინარეობის შემთხვევაში, თუ ისინი ზემოთჩამოთვლილ რისკ-ჯგუფებში არ შედიან. ეს რეკომენდაციებია ტემპერატურის და სუნთქვის სიხშირის კონტროლი, სითხეების მიღება, მოწევაზე უარის თქმა, სუნთქვითი ვარჯიშების კეთება.

მედიკოსები ამშვიდებენ პაციენტებს, რომ ომიკრონის მსუბუქი მიმდინარეობიდან გამომდინარე, რისკფაქტორების არარსებობის შემთხვევაში, გართულებების რისკი მინიმალურია, ამიტომ პაციენტებმა არ უნდა იღელვონ და დაელოდონ ოჯახის ექიმის ზარს.

ამასთან, სადაზღვევო კომპანიები მომხმარებლებს სოლიდარობისკენ მოუწოდებენ და სთხოვენ, გაგებით მოეკიდონ შექმნილ მდგომარეობას, თავადაც მიიღონ მონაწილეობა ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარების დაძლევაში.

„გავუფრთხილდეთ ექიმებს,  გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“ – ასეთია კომპანიების მოწოდება საზოგადოებისადმი.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …