ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 26 320 ადამიანს დაუდასტურდა, რაც ჩატარებული ტესტების (84 658) 31,09%-ია. 14 დღის დადებითობის მაჩვენებელი 23,4%-ია, ბოლო 7 დღის – 26,38%.
ისევ გაიზარდა გარდაცვალების მაჩვენებელი – ბოლო 24 საათში 44 პაციენტი გარდაიცვალა.
დამძიმებული ეპიდსიტუაციის ფონზე აცრების დღიური მაჩვენებელი მხოლოდ 6 714-ია.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 5 522 ადამიანი იმყოფება.