ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ 19-ის 17 066 შემთხვევა დადასტურდა, რაც ჩატარებული ტესტების 26,5%-ია – ეს დადებითობის დღიური მაჩვენებლის მორიგი რეკორდია.
ბოლო 14 დღის დადებითობის მაჩვენებელი 17,88%-ია, ბოლო 7 დღის – 22,1%.
გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 30 პაციენტი.
დღიურად აცრილია 7 997 ადამიანი. იზრდება სტაციონარში მოთავსებული პაციენტების რაოდენობა, რომელმაც 4 894 შეადგინა – გუშინ ეს მაჩვენებელი 4714 იყო, ორშაბათს კი – 4 618.