ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული, დღიური შემთხვევების რაოდენობა არ იკლებს. გასულ დღე-ღამეში ვირუსი 17 484 ადამიანს დაუდასტურდა. დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა მორიგი რეკორდი დაამყარა და 23,87% შეადგინა, ბოლო 14 დღის ჭრილში – 16,51%, ბოლო 7 დღეში კი – 20,58%.
ბოლო 24 საათში 27 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში 73 250 ტესტი ჩატარდა.
დღიურად 8 630 ადამიანი აიცრა. სტაციონარში მოთავსებული ადამიანების რაოდენობა მცირედით გაიზარდა და 4 714 შეადგინა.
კოვიდსასტუმროებში 2 ათასზე მეტი ინფიცირებული იმყოფება.