მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » 16 ათასამდე ახალი შემთხვევა – ქვეყანაში ეპიდაფეთქებაა

16 ათასამდე ახალი შემთხვევა – ქვეყანაში ეპიდაფეთქებაა

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ 19-ის დადასტურების რეკორდული მაჩვენებელი – 15 762 ფაქტი დაფიქსირდა. დადებითობის მაჩვენებელი ასეთია: დღიური – 21,24%, ბოლო 14 დღის – 14,15%, ბოლო 7 დღის – 18,01%.

ასევე რეკორდულ ნიშნულს მიაღწია ბოლო დღე-ღამეში ჩატარებული ტესტების რაოდენობამ – 24 საათში 74 200 ადამიანი გაიტესტა.

ამ ფონზე აცრების დღიური მაჩვენებელი მხოლოდ 8 634-ია. 

სტაციონარებში 4 595 პაციენტი იმყოფება.

კლინიკურ სასტუმროში 2 064 ინფიცირებულია მოთავსებული. 

გასულ დღე-ღამეში ინფექციას 42 ადამიანი ემსხვერპლა.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …