ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 7 947 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს კი ჩატარებული ტესტების 22,65%-ია. გუშინ სულ 35 082 ადამიანი გაიტესტა. დადებითობის 7 დღის მონაცემი 16,61%, ხოლოდ 14 დღის 13,08%-ია.
ბოლო 24 საათში კოვიდ 19-მა 31 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ამ ფონზე ერთ დღეში ქვეყანაში მხოლოდ 1 550 ადამიანი აიცრა.
აღსანიშნავია, რომ სტაციონარებზე ზეწოლა იზრდება – ამეტაპზე სტაციონარებში 4 618 კოვიდინფიცირებული იმყოფება.
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 2 061.
ზუსტად ერთი კვირის წინ, 17 იანვარს სტაციონარებში 4 500 კოვიდპაციენტი იმყოფებოდა, დადებითოიბის მაჩვენებელი კი 12,31% იყო.