მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » რომელ დაწესებულებებში ითხოვენ სწრაფ ტესტში თანხის გადახდას – ჯანდაცვის სამინისტრო ფაქტების შესწავლას აპირებს

რომელ დაწესებულებებში ითხოვენ სწრაფ ტესტში თანხის გადახდას – ჯანდაცვის სამინისტრო ფაქტების შესწავლას აპირებს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო განმარტებას აკეთებს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ გარკვეულ სამედიცინო დაწესებულებებში მოქალაქეებისგან სწრაფი ტესტის გაკეთებაში თანხის გადახდას ითხოვენ.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ანტიგენის სწრაფი ტესტით მოსახლეობის ტესტირება ფინანსდება სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში და პროგრამაში ჩართულმა დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ პირის უფასო ტესტირება.

„ანტიგენის სწრაფი ტესტით მოსახლეობის ტესტირება ექვემდებარება დაფინანსებას სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დადგენილი წესით. პროგრამაში ჩართულმა დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ პირის ტესტირება ანტიგენის სწრაფი ტესტით, მათგან გადასახადის მოთხოვნის გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ სერვისში უკვე გადაიხადეთ თანხა, გთხოვთ, დეტალები მოგვწეროთ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მეილზე – regagency@moh.gov.ge. ასევე გთხოვთ, განცხადებას თან დაურთოთ გადახდის ქვითარი. სააგენტო აღნიშნულ შემთხვევაზე რეაგირებას მოახდენს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“, – აცხადებენ სამინისტროში.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …