მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » დადებითობის დღიური მაჩვენებელი 17%-მდეა, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კრიტიკულია

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 17%-მდეა, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კრიტიკულია

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ 19-ის 6 351 შემთხვევა დადასტურდა, რაც გუშინდელ მაჩვენებელს 2400-ით ჩამოუვარდება. თუმცა კლება უქმე დღეს უკავშირდება, როცა ტესტებზე მიმართვიანობა იკლებს. კერძოდ, გუშინ ქვეყანაში 38 306 ტესტი ჩატარდა, მათგან უმრავლესობა – პისიარ-მეთოდით.

გარდაიცვალა 27 ადამიანი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა და 16,58% შეადგინა, ბოლო 14 დღეში ეს მონაცემი 10,9%-ია, ბოლო 7 დღეში კი 11,73%.

დღიურად 2 656 ადამიანი აიცრა. ამასთან, არ იმატებს ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა – კოვიდ კლინიკებში 4 443 ინფიცირებული იმყოფება. 

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …