საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის გადაწყვეტილებით Сovid-19-ის მართვის დისტანციური სერვისები ძლირედება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, „ცენტრალური ონლაინ კლინიკის“(15-22), ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის (15-05) თანამშრომლებისა და პროგრამაში ჩართული ოჯახის ექიმების რაოდენობა იზრდება.
Сovid-19-ის მართვაში ჩართული „ცენტრალურ ონლაინ კლინიკას“, 60 სპეციალისტი – 30 ექიმი და 30 ოპერატორი ემატება. ასევე, 30 ოპერატორით ძლიერედება ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზი – 15 05. გადაწყვეტილების მიხედვით დისტანციურ მართვაში ჩართული პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების რიცხვი 60-დან 100 მდე იზრდება.
აღნიშნულ პროგრამაში ჩართვამდე ცხელის ხაზის და „ცენტრალური ონალინ კლინიკის თანამშრომელები ეტაპობრივად გადიან სპეციალურ ტრენინგებს, რის შემდეგაც Сovid-19-ის მართვის დისტანციური სერვისის მართვის პროცესში სრულად ჩაერთვებიან.