დღეს საქართველოში. კოვიდ-ეპიდემიის ისტორიაში ორი რეკორდი დაფიქსირდა: გასულ 24 საათში ქვეყანაში ვირუსი 7 521 ადამიანს დაუდასტურდა. დღემდე მაქსიმალური დღიური მაჩვენებელი 6208 იყო და ის გასული წლის 17 აგვისტოს დაფიქსირდა.
ამასთან, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსის დადასტურების შემთხვევების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა და 1 006 864 შეადგინა.
ისევ გაიზარდა დადებითობის მაჩვენებელი, რომელმაც ერთ დღეში 13,34%, ბოლო 14 დღეში 10%, ბოლო 7 დღეში კი 10,26% შეადგინა.
დღიურად აიცრა 9 290 ადამიანი.
ინფიცირების მაღალი ციფრების მიუხედავად, არ იზრდება ზეწოლა ჰოსპიტლებზე – კლინიკებში 4 465 ინფიცირებული მკურნალობს, კლინიკურ სასტუმროებში კი 2 050.