საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა და 52% შეადგინა. მონაცემებს ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტი ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში პირბადის ტარების მონაცემები 28-35-37% იყო.
რამდენიმე დღის წინ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ თუ პირბადის ტარების მოცვა 80%-ზე ავა, ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი დღიურად 12 000-14 000 აღარ იქნება და ამის ნახევარი შემთხვევები გვექნება.