ქართველი პედიატრები ომიკრონ-შტამისთვისთვის დამახასიათებელი, ახალი სიმპტომების შესახებ საუბრობენ, რომლებიც ბავშვებში ვლინდება.
ციციშვილის ბავშვთა კლინიკის ხელმძღვანელის დავით რეხვიაშვილის განცხადებით, სიმპტომები ოდნავ შეიცვალა და უფრო წამყვანი გახდა გულისრევის შეგრძნება, ღებინება, მუცლის ტკივილი, ზედა სასუნთქი გზების კატარული მოვლენები (გამონადენი ცხვირიდან, ხველა) და რა თქმა უნდა მაღალი ცხელება, რომელიც, ციციშვილის კლინიკის დირექტორის თქმით, მშობელთა ღელვის და სტაციონარისადმი მიმართვის მთავარი მიზეზია.
იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ომიკრონით ინფიცირებულ ბავშვებში სიმპტომებს დაემატა განსხვავებული, მყეფავი ხველა, რაც კრუპის სინდრომისთვისაა დამახასიათებელი.
„ესეც ომიკრონის ერთერთი თვისებაა 6 წლამდე ბავშვებში – ხველა შეცვლილი ხმის ტემბრით და მყეფავი ხველა. ომიკრონს ახასიათებს თვისება, გამოიწვიოს კრუპის მსგავსი სიმპტომატიკა. საერთო ჯამში ამ ნიშნების ხანგრძლივობა არ არის დიდი და 3-4 დღეს შეადგენს,“- განაცხადა ჩხაიძემ.