მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » საკოორდინაციო საბჭო სამთო კურორტებზე მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებს

საკოორდინაციო საბჭო სამთო კურორტებზე მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებს

საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ქვეყანაში კოვიდ-რეგულაციების გამკაცრების გადაწყვეტილება არ მიუღია. საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ სხდომის შემდეგ  სამთო კურორტებზე მყოფ მოქალაქეებს მოუწოდა, მაქსიმალურად დაიცვან წესები და რეგულაციები, რაც ქვეყანაში არსებობს.

ღიბრაძის თქმით, ტენდენცია აჩვენებს, რომ სამთო კურორტებზე არის განსაკუთრებულად მომატებული კორონავირუსით ინციფირების შემთხვევები.

„მნიშვნელოვანია, სამთო კურორტებზე ვინც არის დასასვენებლად ჩასული, მაქსიმალურად დაიცვან ის წესები და რეგულაციები, რაც არსებობს ქვეყანაში, განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს პირბადის ტარებაზე, რადგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ეპიდემიის გავრცელების“, – განაცხადა ღიბრაძემ.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …