ბოლო 24 საათში საქართველოში, 10 ნოემბრის შემდეგ, დღიური ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – კორონავირუსი 5 486 ადამიანს დაუდასტურა.
გარდაიცვალა 46 ადამიანი.
დადებითობის მაჩვენებელი ასეთია: დღიური – 9,53%, ბოლო 14 დღის – 8,1%, ბოლო 7 დღის – 9,63%.
ერთ დღეში 10 881 ადამიანი აიცრა.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 4 431 ადამიანი იმყოფება.